თეორემა

კვირიკაშვილის ასი დღე

ასი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრი გახდა - საზოგადოების ნაწილში მან იმედი გააჩინა, რომ ღარიბაშვილის ხშირად არაეთიკური პოლიტიკა შეიცვლებოდა. კვირიკაშვილის მიმართ იმედები იყო ბიზნეს სექტორშიც - ეკონომიკის მინისტრობისას მისი დამაიმედებელი განცხადებები საგადასახადო ტვირთის შემცირებისა და ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ, ბევრისთვის იმედისმომცემი იყო.

რა მოხდა სინამდვილეში ამ ას დღეში - ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით არცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა, სიტყვა სიტყვად დარჩა, პარლამენტში კი არცერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვაც კი არ დაუწყიათ. ერთადერთი, სადაც სახელისუფლებლო გუნდმა უჩვეულო ეფექტურობა გამოავლინა საკონსტიტუციო ცვლილებებია, რუსული პროპაგანდის ნარატივზე მოჭრილი იდეების გატარებაში ქართული ოცნების გუნდი ერთსულოვანია. ამავე ას დღეში დაიშალა კოალიცია ქართული ოცნება - ხელისუფლებაში კი პრორუსული ძალების რევანშს ვუცქერთ. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები საგარეო პოლიტიკური კურსისა და პრორუსულ, შავრაზმულ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, საზოგადოებაში დამატებით შიშებს აჩენს.

კომენტარები