განზრახ მკვლელობა

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის, "დარიალის" თანამშრომლებმა 2015 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1986 წელს დაბადებული რამინ ი. დარიალის ხეობაში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 28 დეკემბერს ფონიჭალაში, რელიგიურ თემაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა თანასოფლელი, 1993 წელს დაბადებული ფიკრატ ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი 2015 წლის 30 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა", - წერია შსს-ს განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები