ინდოეთი

ინდოეთში ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

AP

ინდოეთში, ქალაქ კოლკატაში მშენებარე ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

2-კილომეტრიანი ესტაკადის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია.

ოფიციალური მონაცემებით, მაშველებმა ნანგრევებიდან 90-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ნანგრევებში კიდევ ვინმე დარჩენილი.

კომენტარები