პირადი კადრები

ფარული კადრების საქმეზე პროკურატურა დღეს, 12:00-ზე, ბრიფინგს გამართავს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

ბრიფინგი 12:00 საათზე დაიწყება და მასზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრებენ.

ბოლო რამდენიმე კვირაში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სამჯერ გავრცელდა. მოქმედ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს კადრების გავრცელებით კვლავ ემუქრებიან. 

პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

კომენტარები