ინდოეთი

ინდოეთში მშენებარე ესტაკადის ჩამონგრევას 14 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

Reuters-ის ცნობით, ინდოეთში, ქალაქ კოლკატაში მშენებარე ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა, 150-მდე ადამიანი კი, სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი. სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლები დაშავებულების გადარჩენას შიშველი ხელებით ცდილობდნენ.

ამ დროისათვის მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

ცნობისთვის, ინდოეთში მსგავსი შემთხვევები ხშირად ფიქსირდება, რადგან სხვადასხვა მშენებლობის დროს უსაფრთხოების დონე კარგად არ არის დაცული.

კომენტარები