ქართული ოცნება

პრემიერი: მისაღები ფორმაა, რომ ქართული ოცნება არჩევნებში დამოუკიდებლად გავიდეს

მოგეხსენებათ, რომ ქართულ ოცნებაში დიდი ხანია მიმდინარეობდა კონსულტაციები, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში აქტიური იყო კონსულტაციები არჩევნებზე გავლის ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მისაღები ფორმა, რომ ქართული ოცნება არჩევნებში დამოუკიდებლად გავიდეს. გაკეთდა შესაბამისი განცხადება რესპუბლიკური პარტიის მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე, ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად მუშაობა მთავრობაში. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ ამ რეჟიმში მუშაობა გავაგრძელოთ არჩევნებამდე. 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები