მთავრობის სხდომა

პრემიერი: საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 25 წლის წინ ვოცნებობდით

25 წლის წინ, 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ოსებთან და აფხაზებთან ერთად განოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და და სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ. ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის მოტანილი. მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა. ჩვენი ამოცანაა სწორედ ის, რომ აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენგანის გულებში იყო.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის შესახებ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები