პირადი კადრები

ვაშაძე: სამართალდამცავი უწყებები ივანიშვილის ხელშია

არამარტო ეს ორი თუ სამი ფაქტი, რაც ბოლო დღეებში მოხდა, არამედ სამი წელია, ჩვენ ვართ ამ ტერორის წინაშე. მოსამართლის თანაშემწე ბარამიძე, რომელმაც საჯაროდ დაასახელა სუს-ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ასევე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აჩვენეს და რეაგირება არაფერი. ეკა მიშველაძეს ფაქტიც და არანაირი რეაგირება, ნიკა გვარამიას განცხადება და არანაირი რეაგირება. უფრო დამძიმებულია დღეს მდგომარეობა. უმრავლესობის წევრები გამოდიან და შემზარავ განცხადებებს აკეთებენ ყოველდღე. ისინი ღიად ემუქრებიან ჟურნალისტებს. სამართალდამცავების მხრიდან პასუხი არაფერი. სამართალდამცავი უწყებები არის ივანიშვილის ხელში. ეს არის მათი მართვის მეთოდი. ეს ხელისუფლებას უღირს, რადგან, როგორც ჩანს, ძლიან დიდი წონა დევს მეორე მხარეს. ქართული ოცნება ივანიშვილთან შეთანხმებით აკეთებს ყველაფერს, კვირიკაშვილიც მათ შორის, კვირას გამოქვეყნდა მასალები, კვირიკაშვილსაც „ქართუ ბანკთან“ ფინანსური ვალდებულებები აქვს, ის ჩვეულებრივად ნაყიდია, იყიდა ბიძინა ივანიშვილმა. ხელისუფლების ხელშია საგამოძიებო ორგანოები, მათ რომ სურდეთ ამ გამოძიების დასრულება, ისინი სამაგალითოდ დასჯიდნენ დამნაშავეებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები