EgyptAir-ის თვითმფრინავის გამტაცებელი დააკავეს. მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და ბორტიდან ხელებაწეული ჩამოვიდა. გატაცების მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება.
კვიპროსელი სამართალდამცავების ინფორმაციით, გამტაცებელი ეგვიპტელი სეიფ ელდინ მუსტაფაა. გავრცელებული ცნობებით, გამტაცებელი თავის ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. მეორე ვერსიით კი, მისი მოთხოვნა ეგვიპტის ციხეებიდან ქალი პატიმრების გათავისუფლება იყო.
გამტაცებლის დაკავების ფაქტი Tweeter-ით დაადასტურა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი შიდა რეისს ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა. ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მგზავრმა პილოტს უთხრა, რომ თვითმკვლელის ქამრით იყო შეიარაღებული და ალექსანდრიის ნაცვლად, კვიპროსში გაფრენა აიძულა.
ამ დროისთვის, ლარნაკას აეროპორტი დაკეტილია. გადაიდო ყველა დაგეგმილი რეისი.