პირადი კადრები

ხიდაშელი: როცა ვინმე აყვირდება, მორიგი საგამოძიებო კომისია არ უნდა შეიქმნას

პარლამენტის წევრი როდესაც გავხდი, პირველი დღიდან ვითხოვდი მუდმივმოქმედი საგამოძიებო კომისიის შექმნას. იმიტომ, რომ ქვეყანაში ბევრი რამ ხდება ხოლმე, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა მასშტაბით ხდებოდეს საზოგადოების ინტერესის საგანი და ითხოვდეს უფრო მეტ ყურადღებას პარლამენტისგან, ვიდრე ჩვეულებრივი მოვლენაა. სამწუხაროდ, მაშინ ჩემი ეს წინადადება არ გავიდა. ჩვენთან, როგორც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, რომ არსებობდეს მუდმივმოქმედი საგამოძიებო კომისია, გაცილებით უფრო მარტივად იქნებოდა არა მხოლოდ ეს, საერთოდ ძალიან ბევრი მიმართულებით საკითხების მოგვარება და გადაწყვეტა, გაჩნდებოდა სწრაფ ფორმატში პარლამენტის მუშაობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. არ ვარ მომხრე იმისი, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვინმე აყვირდება, მორიგი საგამოძიებო კომისია შექმნას პარლამენტმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თემაც და საგამოძიებო კომისიაც და მე ვფიქრობ, რომ უნდა გადავიდეთ იმ სისტემაზე, როდესაც ასეთი კომისია არსებობს პარლამენტში და ის იკრიბება იმის საფუძველზე, რამდენადაც ხდება მისი საჭიროება.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

კომენტარები