კვიპროსის პრეზიდენტი: თვითმფრინავის გატაცება ტერორიზმს არ უკავშირდება

reuters

კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის განცხადებით, ეგვიპტეში თვითმფრინავის გატაცება ტერორისტული ინციდენტი არ იყო. BBC-ის ინფორმაციით, გამტაცებელი კვიპროსზე თავის ყოფილ მეუღლესთან შეხვედრას ითხოვს. ქალი უკვე აეროპორტში მიდის. გამტაცებელს ამ დრომდე მძევლად ჰყავს აყვანილი ეკიპაჟის სავარაუდოდ შვიდი წევრი და ოთხი უცხოელი მგზავრი.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა გავათავისუფლოთ", - ამბობს კვიპროსის პრეზიდენტი. 

კითხვაზე, თვითმფრინავის გატაცება უკავშირდება თუ არა რომანტიზმს, ნიკოს ანასტასიადისი ხუმრობით ამბობს, რომ "როგორც ყოველთვის, ქალია ჩართული". 

ეგვიპტიდან გატაცებული თვითმფრინავი უკვე ორი საათია კვიპროსზე, ლარნაკას აეროპორტშია. ავიაკომპანია EgyptAir-ი და კვიპროსის ხელისუფლება გამტაცებელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. გამტაცებელმა გაათავისუფლა მგზავრების უმეტესობა.

ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი შიდა რეისს ალექსანდრიიდან კაიროში ასრულებდა. ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მგზავრმა პილოტს უთხრა, რომ თვითმკვლელის ქამრით იყო შეიარაღებული და ალექსანდრიის ნაცვლად, კვიპროსში გაფრენა აიძულა. 

ამ დროისთვის, ლარნაკას აეროპორტი დაკეტილია. გადაიდო ყველა დაგეგმილი რეისი.

კომენტარები