ვიზალიბერალიზაცია

ბოკერია: ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაფუჭება ახლა მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია

 

ყველა, ვინც ახლა შეგნებულად თუ შეუგნებლად იშვერს თითს ხელისუფლების ოპონენტებისკენ, ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. უფრო მეტიც, იმ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელმაც შეიძლება უფრო მეტი მავნებლობა ჩაადენინოს ივანიშვილს და ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შანსი მართლა დაგვაკარგინოს. იმიტომ, რომ ამ პროცესის გაფუჭება ახლა მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია. თუ ის ამ დონის მავნებლობებს ჩაიდენს, როგორც ვთქვათ, რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მცდელობა იყო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები