აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ჭიაბერაშვილი: რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენა არის ყველაზე დამაზიანებელი

აქ საკითხი ის კი არ არის, აბაშიძე ვისი წარმომადგენელი იქნება ფორმალურად - მთავრობის თუ პრეზიდენტის, აქ საკითხი არის ის, რომ თვითონ ასეთი ფორმატი რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენის და ჩვენი მეგობრების გარეშე საუბრის არის მცდარი მიდგომა. საქართველოს შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა მაშინ, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან სხვებიც. ამის კონკრეტული მგალითია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები, როდესაც ჩვენ რუსეთს ის რაუნდი მოვუგეთ ვაჭრობის საკითხებში, როდესაც რუსეთი ვალდებული გახდა გაეხსნა ჩვენთვის ბაზარი იმის წყალობით, რომ ჩვენ გვერდით იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ერთი ერთზე დარჩენა რუსეთთან არის ყველაზე დამაზიანებელი და ამ შემთხვევაში ზურაბ აბაშიძე იქნება მარგველაშვილის წარმომადგენელი, ივანიშვილის თუ კვირიკაშვილის, ამას არ ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშილი აბაშიძე-კარასინის ფორმატის შესახებ.

კომენტარები