მთაწმინდა-კუს ტბის ტერიტორიაზე, 500 კვ.მ ფართობზე, ხმელი ბალახი იწვის.
როგორც ტაბულას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, ცეცხლი ნაგავსაყრელს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 8 ბრიგადაა მობილიზებული. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.





