თეორემა

უნდა შევიდეს თუ არა ცვლილებები ოკუპაციის კანონში

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა და კიდევ ერთხელ წამოჭრილი თემა - უნდა ინარჩუნებდეს თუ არა საქართველო ამ ფორმატს. ფორმატს, რომლის ფარგლებშიც, ოფიციალურად, არაპოლიტიკურ თემებზე საუბრობენ, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას სწორედ პოლიტიკური გზავნილების გასაჟღერებლად იყენებს. ამჯერად კარასინმა საქართველოს ოკუპაციის კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა და ისიც თქვა, რომ ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში არჩევნების მოახლოებაა, რუსეთის მოთმინებას კი საზღვარი აქვს. ოკუპაციის კანონის გაუქმებას არა, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს საქართველოს ხელისუფლება - იმისთვის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელსაც ზაფხულში თბილისი უმასპინძლებს, რუს დეპუტატებს აქ ჩამოსვლის პრობლემა არ შეექმნეთ. რუსეთისგან მორიგ მუქარასა და მოთხოვნებზე, კარასინი-აბაშიძის ფორმატის მიზანშეწონილობაზე ვსაუბრობთ თეორემას პირველ ნაწილში.

კომენტარები