საკონსტიტუციო სასამართლო

წულუკიანი: დღესაც ვფიქრობ, რომ პაპუაშვილს წარსულში აქვს კითხვის ნიშნები

მე დღესაც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მორალური პრობლემა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს წარსულში აქვს კითხვის ნიშნები, რომლებზეც მან პასუხი უნდა გასცეს. თუმცა, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მას თავის უფლებამოსილების ვადა კანონით უმთავრდება სექტემბრის ბოლოს და ის მანამდე საქმიანობს და, როგორც ხედავთ, იღებს ძალიან მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ეს ასეც გაგრძელდება 30 სექტემბრამდე.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე. ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო მოწოდებების გამო, შეწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება. კომისია მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედებები ძირგამომთხრელია სასამართლოს ავტორიტეტისთვის.

კომენტარები