ფარული კადრები

ბოკერია: ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დამნაშავეებს აწინაურებდნენ

ოცნების მოსვლის შემდეგ, დაიწყო კასკადი, ღია შანტაჟის, გამოქვეყნების ასობით პირადი საუბრების გამოქვეყნების (თუმცა ამას ვინ ჩივის), პირადი ცხოვრების კადრების. ივანიშვილი გამოვიდა და პირდაპირ ეთერში, მთავრობის სხდომაზე თუ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, პირდაპირ ილაპარაკა, სიამოვნებით, ნეტარებით, იმ საკუთარი თანაგუნდელების პირად ცხოვრებაზე, რომლებიც არ მოწონდა და ირიბად დაემუქრა. ანუ, რა ფაქტები გვაქვს: იყო ივანიშვილის ღია განცხადება ამ თემაზე, ქილიკის და მუქარის, რომ მან იცის პირადი ცხოვრების შესახებ, თურმე ვინ ვის ღალატობს ოჯახში, მინისტრის მოადგილის შემთხვევა, რომელიც დაიჭირეს და ჩაწერეს როგორ ემუქრებოდნენ მას და შემდეგ გამოუქვეყნეს პირადი ცხოვრების კადრები. ეს კაცი ერთი დღე ციხეში არ მჯდარა, იძულებულნი გახდნენ, რომ სამსახურიდან გაეშვათ, რადგან ჩანაწერი არსებობდა (ასეთი მტკიცებულების არსებობა იშვიათია), გაუშვეს, ხელი დააფარეს, რათა არ ელაპარაკა ვინ ვის დაავალა და ეხლაც მშვენივრად გრძნობს ხვედელიძე თავს. გვარამიას ამბავი, რუსთავი 2-ში კამერა ვინც დაამონტაჟა - ბუნტურიძე, დღეს ის სახელმწიფო სამსახურშია. კაცი, რომელმაც ამაზრზენი კადრები აჩვენა მთელ სახელმწიფოს და ბავშვებს, გურიის გუბერნატორად დააწინაურეს, ანუ მარტო ხელს კი არ აფარებენ, აწინაურებენ კიდეც. ის მედია ვინც ამ სიბინძურეს და საშინელებას ავრცელებს, ვისთან არის აფილირებული? რა თქმა უნდა ივანიშვილთან, ის აფინანსებს და აფარებს ხელს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში

კომენტარები