ფარული კადრები

ბოკერია: იმის მაგივრად, რომ აღმოფხვრილიყო ეს უბედურება, მათ ჩაწერები განაგრძეს

ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ეს უბედურება აღმოფხვრილიყო, დასჯილიყვნენ ისინი, ვინც ამას სჩადიოდა, როდესაც ჩვენ პოლიტიკურად პასუხი უკვე ვაგეთ (მოგვიგეს არჩევნები), იმის მაგივრად, რომ ეს გამოსწრებულიყო, რას ვხედავთ? იწერენ კიდეც, თუნდაც მიშველაძის საქმე, ნიკა გვარამიას ამბავი, პაპუაშვილის ამბავი, ხვედელიძის ამბავი, როდესაც მინისტრის მოადგილეს ჯერ დაემუქრნენ პირდაპირ და შემდეგ გამოუქვეყნეს. ისინი იწერენ და აქვეყნებენ კიდეც. პირველად ამდენი წლის განმავლობაში (ბოლო გამოქვეყნებები იყო შევარდნაძის ერაში, ასლან აბაშიძის მიერ და სხვათაშორის სააკაშვილი იყო ამის მსხვერპლი, მნიშვნელობა არ აქვს იყო ეს ფაბრიკაცია თუ არა), ამის შემდეგ, ეს არ ყოფილა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში

კომენტარები