ფარული კადრები

პროკურატურა: კადრების გავრცელებაზე ზურაბ ჯამალაშვილი დავაკავეთ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მთავარი პროკურატურა ადასტურებს ინფორმაციას, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ზურაბ ჯამალაშვილი დააკავეს. ხოლო ადვოკატ ირაკლი ფხაკაძის დაკავებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

უწყება დღის განმავლობაში განცხადების გავრცელებას გეგმავს.

ამასთან, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის თქმით, ჯამალაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები