ფარული კადრები

ნაცვლიშვილი კადრებზე: ეს სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოზე დარტყმაა

ეს არის დარტყმა არა კონკრეტულ ადამიანზე, ეს არის პირდაპირი და უსაშინლესი დარტყმა სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ამ ქვეყანაში. საჭიროა ჩატარდეს უსწრაფესი გამოძიება და გამოვლინდეს ყველა პირი, ვინც მონაწილეობს ამ საშინელ დანაშაულში, პირები, რომლებმაც ჩაიწერეს აღნიშნული, პირები, რომლებმაც გაავრცელეს აღნიშნული - ყველა უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. აქვე მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ძალიან ლმობიერ სასჯელს ითვალისწინებს ამ ტიპის დანაშაულისთვის და სასწრაფოდ საქართველოს პარლამენტმა უნდა გადახედოს სასჯელს შესაბამისი მუხლისას და გაამკაცროს კანონით გათვალისწინებული სანქცია.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

კომენტარები