მინდა, მოვიწონო ბატონი გელა დუმბაძის[დიასპორის მინისტრი] ინიციატივა. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე, როდესაც გარდაიცვლება უცხოეთში, მათი ახლობლები მოგვმართავენ ხოლმე - თუ ვინმემ მონახა ნაცნობი ან კონტაქტი მთავრობაში. ისინი ამა თუ იმ გზას ნახულობენ და შემდეგ ჩვენ ვიხილავთ ხოლმე მთავრობის სხდომაზე გადმოსვენების საკითხებს. ასევე, პრობლემაა, რომ მთავრობასთან არხი ვინც ვერ მონახა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, რომ გვამი თვეობით ინახება უცხოეთში და მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ჩვენი თანამემამულეები გადმოვასვენოთ საქართველოში და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო. ავტომატურ პროცესად ვაქციოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა გელა დუმბაძეს ამ ინიციატივისთვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალოთ, რომ მათ მიხედონ ხოლმე ამ პროცედურას მთავრობაზე საკითხის გამოტანის გარეშე და ყველა ჩვენი თანამემამულე, ვინც მოგვმართავს, უზრუნველვყოთ დაფინანსებით და დახმარებით, რათა ისინი გადმოსვენებულნი იქნან დროზე საქართველოში. დღესდღეობით, ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არაერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაცვლილი არის გადმოსასვენებელი და ინახებიან მაცივრებში, უცხოეთში. არ მინდოდა ეს სიტყვა მეხმარა, მაგრამ მართლაც ჩვენი ღირსების საკითხია, მივხედოთ ამ ოჯახებს.
მოქალაქეების გადმოსვენება
პრემიერი: მოქალაქეების გადმოსვენება ავტომატურ პროცესად ვაქციოთ





