რუსეთი სირიაში

რუსეთი სირიაში საავადმყოფოების დაბომბვის შესახებ ბრალდებას უარყოფს

telegraph.co.uk

რუსეთი სირიაში საავადმყოფოების დაბომბვის შესახებ ბრალდებას უარყოფს. თავდასხმებში მას თურქეთი და სხვა ქვეყნები ადანაშაულებენ.

"მათ, ვინც ამგვარ განცხადებებს აკეთებს, არ შესწევთ უნარი საკუთარი განცხადება გაამყარონ მტკიცებულებებით", - ამბობს კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი.

საავადმყოფოებსა და სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებისას, აჯანყებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სირიის სამხრეთში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გაეროს განცხადებით, საავადმყოფოებსა და სამედიცინო ერთეულებზე გამიზნული თავდასხმა სამხედრო დანაშაულია.

კომენტარები