ცენტრალური საარჩევნო კომისია

დალაქიშვილი: სამსახურის შესანარჩუნებლად პროფკავშირის დატოვება გვთხოვეს

ჩვენი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც შეიქმნა პროფკავშირი. გვაფრთხილებდნენ შორიდან, რომ თქვენ ხომ გინდათ, სამსახურები შეინარჩუნოთ, დაანებეთ პროფკავშირს თავი, მაგრამ, არ დავანებეთ, გავაკეთეთ პროფკავშირი და გაგვივიდა ჩვენ ვადა და აღარ აგვირჩიეს. ეს მათი ნებაა მაგრამ მე მაინტერესებს, პირადად მე, ჩემი ყოფილი კოლეგები, რომლებიც აღარ აირჩიეს, ჩვენს საპირწონედ რა გამოცდილების და რა ბექგრაუნდის ადამიანები აირჩიეს. ზუსტად ვიცი და იყო ჩვენს ოლქშიც წარმომადგენელი მრეწველებიდა, რომელიც იყო ოლქის დროებითი წევრი არჩევნების პერიოდში, ახლა ის ქალბატონი არჩეულია მუდმივ წევრად. ანუ მას ჰქონდა პარტიული ინტერესი. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც მე მაქვს 10წლიანი გამოცდილება, ჩემს კოლეგას, რომელსაც აქვს 25 წლიანი ამოცდილება ამ საარჩევნო სისტემაში მუშაობის, როდესაც მათ აღარ ირჩევ და ირჩევ ადამიანებს, რომლებმაც გუშინწინ, ასე რომ ვთქვათ, აიღეს სერტიფიკატი, ჩვენს საპირწონედ, ძალიან ბევრი ეჭვი რჩება. 75 ადამიანი არის მთელი საქართველოს მასშტაბით[აღარ არჩეული], ეს ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით და პლუს ამას, შენ თუ მე მიგზავნი მადლობის წერილებს და მეუბნები, რომ შენ ეს არჩევნები ჩაატარე ძალიან კარგად, შენ ხარ გამოცდილი კადრი, ღირებული კადრი გუშინ, დღეს რა შეიცვალა?

დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი ნენე დალაქიშვილე, მის აღარ არჩევასთან დაკავშირებით. ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა

კომენტარები