გაზპრომთან მოლაპარაკებები

კალაძე გაზპრომზე: შეფასებებისადმი გულგრილი ვარ, მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობ

ნოემბერში, მათ [რესპუბლიკელების] გამოგზავნილ კითხვებს პასუხი სრულად გავეცით, თუმცა მას შემდეგ ახალი საკითხებიც წამოიჭრა... საერთოდ, გულგრილად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან დარწმუნებული ვარ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობ. წარმოიდგინეთ, ბუნებრივი აირის გარეშე თუნდაც ერთი მოქალაქე რომ დარჩენილიყო, ამას რა მოჰყვებოდა... დღეს "გაზპრომის" წილი გაზით მომარაგებაში მხოლოდ 10 %-ია, თუ დამატებით მოცულობაზე შევთანხმდებით, ეს წილი მხოლოდ 12-13 %-მდე გაიზრდება. რა რისკი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, თუ სხვა სახელმწიფოზე 13 %-ით არის დამოკიდებული? დღეს გაზის მოცულობის მხოლოდ 3 %-ით გაზრდაა აუცილებელი, რადგან "სოკარი" საჭირო მოცულობას ვერ გვაწვდის.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე. კვირის პალიტრამ მას უთხრა, რომ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე კითხვები "რესპუბლიკელებსაც" აქვს.

კომენტარები