მაესტრო

ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა

ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელი 2016 წლის 1 თებერვლიდან გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. მან გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან კომპანიის წილები იყიდა, რითაც მაესტროს 55 %-იანი წილის მფლობელი გახდა.

ცნობისთვის, მაესტროსა და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია ჯიდიესის სარეკლამო დრო ტელეკომპანია "იმედმა" იყიდა, რაშიც მან 5 მილიონი ლარი გადაიხადა.

კომენტარები