ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით დღესაც გაუფასურდა

ლარის სიმბოლო
nbg.ge

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4317 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4317 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.4280 ლარს შეადგენდა. ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6583 ლარად იქნება შესაძლებელი, აქამდე მოქმედი კურსი კი, 2.6448 ლარი იყო. ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0135 ლარი შეადგინა. 

ლარის გაუფასურება ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის გაუარესებამ გამოიწვია, რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირებას უკავშირდება.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. 2015 წლის 21 სექტემბერს კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.45-ზე 0.0001 თეთრით ნაკლები ღირდა. 

კომენტარები