შობა

კვირიკაშვილი: ეპისტოლეში მნიშვნელოვანი საკითხები იყო, სასოების ნაკლებობა

ტაბულა

"მინდა, ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა, ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მომავლის რწმენა", - ასე მიულოცა პრემიერმინისტრმა შობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას.

გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. საზეიმო წირვის დაწყებამდე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.

"ჩვენმა პატრიარქმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა ეპისტოლეში. როგორიც არის ოჯახის მნიშვნელობა, ოჯახის სიმყარის მნიშვნელობა, როგორიც არის სიყვარულის ნაკლებობა დღევანდელ მსოფლიოში, როგორიც არის რწმენის და სასოების ნაკლებობა. დღეგრძელობას გისურვებთ და ბედნიერი, მშვიდობიანი და მომავლის რწმენით განსმჭვალული 2016 დამდგარიყოს ყველა თქვენთაგანისთვის".- თქვა საქართველოს პრემიერმინსიტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები