რუსული პროპაგანდა

კვირიკაშვილი: მეც ძალიან შეშფოთებული ვარ გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო

პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "მე თვითონ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო". კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ეკა ხერხეულიძის კითხვას უპასუხა, რომელიც რუსული გავლენის მქონე მედიის დაფინანსებას შეეხებოდა. დეპუტატმა კვირიკაშვილს კვლევის მასალების გაგზავნაც შესთავაზა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დადასტურებულად აფინანსებს რუსული გავლენის მქონე მედიას.

"გამომიგზავნეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსურდი, არამხოლოდ ვფიქრობ, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. მე თვითონ პირადად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო და ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება", - მიმართა ხერხეულიძეს კვირიკაშვილმა.

კომენტარები