რატიანი: თუ დასავლეთის გზით ვივლით, რუსეთი და ყველა სხვა პრობლემა მოგვარდება

როგორც კი ჩვენ ვართ წარმატებულები დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე, პუტინი და რუსეთი იძულებულები არიან, წავიდნენ დათმობაზე. თუმცა, ჩვენ ამ დათმობის ფასიც კარგად ვიცით, 2007 წელს, 2008 წელს როგორ იქცეოდა, ჩვენ ცალმხრივად გვქონდა მოხსნილი ვიზების პრობლემა. რაც შეეხება დამოკიდებულებას, ჩვენ ძალიან ცალსახად უნდა ვიაროთ არჩეულ გზაზე, ეს არის დასავლეთის გზა. მაშინ რუსეთიც და ყველა დანარჩენი პრობლემა იქნება მოგვარებული.

ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე

კომენტარები