რუსეთი-ამერიკა

პუტინი: მივესალმებით ტრამპის პოზიციას, ის არჩევნების აბსოლუტური ფავორიტია

დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი
Getty Images

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ამერიკის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთისთვის ძალიან მისაღები კანდიდატურაა.

"ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვითანამშრომლებთ იმ ადამიანთან, ვისაც კი ამერიკელები აირჩევენ. თავის მხრივ, არჩევნების აბსოლუტური ფავორიტი დონალდ ტრამპია. ის ძალიან ცოცხალი პიროვნებაა და უდავოდ ძალიან ნიჭიერია. ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს, მას სურს, რომ ჩვენ გვქონდეს უფრო ახლო და ღრმა ურთიერთობა. როგორ შეიძლება, ჩვენ ამას არ მივესალმებოდეთ? ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით მის პოზიციას", - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები