ქრთამის აღება

საგამოძიებო სამსახური: აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა ქრთამი აიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, "რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, მისცა უფლება უკანონოდ მოეპოვებინა ხე-ტყის მასალა ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე და შემდგომში, საკუთარ თავზე აიღო უკანონოდ მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება".

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამისთვის დაკავებულმა ქრთამის სახით მოითხოვა 4 500 ლარი, ხოლო წინასწარ აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-წლამდე ვადით.

კომენტარები