პარტია ბედნიერი საქართველოსთვის

კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პარლამენტში შესვლას აპირებს

ლეონიდ ჩერნოვეცკი
leonid.org.ua

2006-2012 წლებში კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს, ქართულ პოლიტიკაში მოსვლასა და საქართველოს პარლამენტში შესვლას გეგმავს. ჩერნოვეცკიმ პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის" დაარსა და საზოგადოებას, გამარჯვების შემთხვევაში, პენსიების 400-500 ლარამდე გაზრდას დაპირდა.

ამომრჩეველს ის "ტოტალური მოსმენების" აღკვეთას სთავაზობს, ხოლო იმას, ვინც საქართველოს მთავრობის მიერ ძებნილ მეგის ქარდავას დაიჭერს, 150 ათას ლარს.

ჩერნოვეცკი საქართველოში საქველმოქმედო ფონდ "სოციალურ პარტნიორობას" ხელმძღვანელობს. მან რამდენიმე დღის წინ ქველმოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრა ტელეკომპანია იმედის გადაცემა "სხვა რაკურსში".

კომენტარები