საკონსტიტუციო სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით ძმები ყარამანიშვილებისა და TV საქართველოს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე მსჯელობა დასრულებულია. მოსამართლეები სათათბიროდ არიან გასული.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეები უსმენდნენ პარლამენტის იურისტების მიერ მოწვეულ სამართლის სპეციალისტს გია ლილუაშვილს. ასევე კითხვებს უსვამდნენ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებს.
მოსარჩელეები იმ ნორმის შეჩერებას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიას დროებითი მმართველები დაუნიშნა.





