რუსთავი 2-ის საქმე

საკონსტიტუციომ პარლამენტის მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ერთხმად არ დააკმაყოფილა საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობა რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას ორი მოსამართლის - კონსტანტინე ვარძელაშვილის და მაია კოპალეიშვილის აცილების შესახებ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას შუამდგომლობით 9 ნოემბერს მიმართა. პარლამენტს მიაჩნია, რომ არსებობს გარემოებები, რაც ეჭვს აჩენს საკონსტიტუციო სასამართლოს ორი წევრის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ორგანო აღნიშნავს, რომ ვარძელაშვილს და კოპალეიშვილს ნიკა გვარამიასთან "ახლობლური ურთიერთობა" აკავშირებთ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შუამდგომლობის ავტორი თამარ მესხია 2010 წლის თებერვლიდან 2012 წლის დეკემბრამდე საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობდა. თამარ მესხია, მათ შორის, კონსტანტინე ვარძელაშვილთან და მაია კოპალეიშვილთან ერთად მუშაობდა. ვარძელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2006 წლიდან დღემდეა, ხოლო კოპალეიშვილი 2009-დან.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი, რომლის აცილებასაც პარლამენტი ითხოვდა, 1997-98 წლებში ფონდ ქართუს დირექტორის ლევან ბერძენიშვილის მოადგილე იყო. როგორც ცნობილია, ბერძენიშვილი ამჟამად პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია. გარდა ამისა, მაია კოპალეიშვილი დავით უსუფაშვილთან უფრო მეტ ხანს მუშაობდა, ვიდრე ნიკა გვარამიასთან.

კომენტარები