ტელევიზიის ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია მთლიანად დროებით მმართველებზე და მათ გადაწყვეტილებაზე. ის, რომ ახლა რაღაც "ტრიუკი" შემოაგდეს იმის, რომ მე დამნიშნონ ახლა დროებით მმართველად და შემდეგ რაღაც გაუაზრებელი ვალდებულებები მე ამკიდონ მთლიანად, დიდი ბოდიში, მაგრამ მე ამ ვალდებულებებს ვერ ავიღებ ჩემს თავზე, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ფუნქცია. თან, მაშინ როდესაც სამ დღეში კომპანიას აქვს სერიოზული ფინანსური ვალდებულებები გასასტუმრებელი, და ეს მათი პასუხისმგებლობაა ახლა. კეთილი ინებონ და როგორც უნდათ, ისე მოაგვარონ ეს ვალდებულებები.





