საკონსტიტუციო სასამართლო

ზედელაშვილი: საკონსტიტუციოს მანდატი ისაა, იყოს პოლიტიკური პროცესების არბიტრი

საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემთხვევაში არის ერთგული თავისი ვალდებულებისა, თავისი მანდატისა და თავისი ფუნქციისა. ამ შემთვევაში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს კონსტიტუციის შესაბამისად დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს და ამ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ ხოლმე ხელისუფლების პოლიტიკური შტოები, კარგი იქნება, რომ სასამართლოს დასაბუთებასაც გაეცნონ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად და კონსტიტუციის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, აქ თავიდანვე ცხადია, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება ყოველთვის ვიღაცის კერძო პოლიტიკური ინტერესის გამომხატველი და როდესაც ამგვარ წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე, ანუ ის რეაქცია, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური შტოებისგან მოდის, ახსნას ექვემდებარება. თუმცა, ამ შემთხვევაში გამართლებას არ ექვემდებარება. იმიტომ, რომ მათ უნდა გაიაზრონ, თუ რასთან გვაქვს საქმე. სასამართლო ასრულებს თავის ფუნქციას, მათ შორის კონსტიტუციის საფუძველზე ის აწონასწორებს ხელისუფლების პოლიტიკურ შტოებს ანუ კონსტიტუციის თანმიმდევრული აღსრულება არის გარანტია იმისა, რომ ხელისუფლების პოლიტიკურმა შტოებმა ის თვითნებურად ვერ გამოიყენონ. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს აბსოლუტურად იზოლირებული მათ შორის პოლიტიკური პროცესისგან არადა პირიქით, მისი მანდატი სწორედ ის არის, რომ იყოს კონსტიტუციური არბიტრი პოლიტიკური პროცესისა, უზრუნველყოს ის, რომ პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოებში მიდის. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც საკონსტიტუციოს ჩარევა მოუწია, იყო პრობლემა პოლიტიკური ზეწოლისა ხელისუფლების სხვა შტოზე. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარევა იყო აუცილებელი იმისთვის, რომ სამართალი განუხრელად აღსრულებულიყო.

იურისტი დავით ზედელაშვილი ტაბულაში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები