უგულავა: იმედი მაქვს, ეს ჩანაწერები მთავრობის ძალადობის პრევენციას მოახდენს

ამ ჩანაწერებმა 1991-92 წლების საქართველო გამახსენა. მაშინაც კიტოვანმა მიაყენა უზენაეს საბჭოს ტანკები, ესროლა, მიიღო საპასუხო ცეცხლი, შემდეგ მოძალადედ გამსახურდია გამოცხადდა და მოხდა ის, რაც მოხდა. მაშინ არავის გაუმახვილებია ყურადღება, რომ პირველი კიტოვანმა გაისროლა - ზოგადად როცა სროლაა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო პირველი. დღესაც მთავარი საკითხია - ისვრის თუ არა ივანიშვილი, სწორედ იმ გათვლით, რომ მერე სისხლისღვრა სხვას დააბრალოს. ამ კუთხით იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაწერები სწორედ მთავრობის ძალადობის პრევენციას მოახდენს. თუ რამე პოზიტივის დანახვა შეიძლება ამ მარაზმში, სწორედ ისაა, რომ ივანიშვილი ამ ჩანაწერების მერე აღარ გაისვრის, რადგან იცის რომ წინააღმდეგობა შეხვდება.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას შორის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერებზე.

კომენტარები