სირიის კრიზისი

რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციას აძლიერებს

რუსული მოიერიშე
sky news

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში რუსულმა მოიერიშეებმა იდლიბის პროვინციაში ისლამური სახელმწიფოს 9 ობიექტი გაანადგურეს. რუსეთის დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ ISIS-ის მიერ დაქირავებული მებრძოლები პანიკამ მოიცვა და მათ ქვეყნის დატოვება დაიწყეს.

რუსეთის საჰაერო ოპერაციას წარმატებულს უწოდებს სირიის პრეზიდენტი. "თუ რუსეთის მიერ შექმნილი კოალიცია დამარცხდება, ეს რეგიონისთვის სრული კატასტროფა იქნება", - აცხადებს ბაშარ ალ ასადი.

პარალელურად, თურქეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. თურქულმა მოიერიშეებმა პატრულირებისას რუსული თვითმფრინავი აღმოაჩინეს, რომელიც მოგვიანებით სირიის მიმართულებით გაფრინდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩიც დაიბარეს.

კომენტარები