ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. პარტიის საერთაშორისო მდივნის, გიგა ბოკერიას თქმით, საუბარი შეეხება როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც, მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის შედეგად არის შექმნილი, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტს.

დეპუტატ გიორგი კანდელაკის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება გიგი უგულავას საქმეს და დიპლომატებს მიაწვდიან ინფორმაციას უგულავას საქმეზე ერთ-ერთი საქმის დაჩქარების დეტალებზე, ასევე იმაზე, თუ რა ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა ერთ-ერთ მოსამართლეს.

კომენტარები