ბიუჯეტის ათვისება

ჯავახიშვილი: წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება

წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება,­ რადგან ავანსებით გეგმის შესრულებას არ ვაპირებ. ადრე 20-30%-მდე ავანსები გაიცემოდა, რაც ბიუ­ჯეტის სახსრების ათვისებად ითვლებოდა. როდესაც მიზეზი ვიკითხე, პასუხი ვერავინ გამცა. ავანსის გაცემის ახალი ფორმულა ასეთი იქნება: 10%+10% (დასაბუთების შემთხვევაში კომპანია ავანსად 10%-ს მიიღებს შესრულებული სამუშაოს შემდეგ, ასევე დასაბუთებულად 10%-ის ჩარიცხვაა შესაძლებელი), თუმცა კომპანიებმა დასა­ბუთებულად უნდა წარმოადგინონ, რისთვის სჭირდებათ ავანსი. თუ დეკემბერსა და იანვარში სამუშაოები შესრულებული არ იქნება, თანხას არ გავცემთ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი­ კვირის პალიტრასთან.

კომენტარები