რუსეთი სირიაში

ლავროვი: სირიაში რუსი სამხედროების ყოფნა იარაღის მიწოდებას უკავშირდება

ლავროვი
novinite.com

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღიარა, რომ სირიაში რუსი სამხედროები იმყოფებიან, თუმცა, სერგეი ლავროვის თქმით, მათი ქვეყანაში ყოფნა მხოლოდ სირიისთვის რუსული იარაღის მიწოდებას უკავშირდება. მისივე განცხადებით, რუსი სამხედროები სირიაში უკვე წლებია იმყოფებიან.

ლავროვმა ასევე აღიარა, რომ თვითმფრინავებით, რომელსაც რუსეთი სირიაში აგზავნის, ჰუმანიტარული დახმარების გარდა სამხედრო დანიშნულების ტვირთიც გადააქვთ.

გაზეთი კომერსანტი კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ასადის რეჟიმს ჯავშანტრანსპორტიორებს, ყუმბარმტყორცნებს და სატვირთო მანქანებს აწვდის. სააგენტო როიტერსის ცნობით, რუსი სამხედროები სირიაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობენ. ეს ცნობები დასავლეთის შეშფოთებას იწვევს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუს კოლეგას ამის შესახებ ტელეფონით ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მეორედ ესაუბრა.  

კომენტარები