შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერისთავის ქუჩაზე (ყოფილი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე) გაჩენილ ხანძარზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
შსს-ს ცნობითვე, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა 25 სახანძრო ავტოცისტერნა, 3 სამაშველო ეკიპაჟი და 2 ავტოკიბე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სულ დაიწვა 4000 კვ.მ ფართობი.





