ბორჯომის საკრებულო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს

metro.us

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. ჩაჩანიძის ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ ღამით, დაახლოებით, 4 საათზე მოხდა. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ავტომობილს მხოლოდ ბამპერი აქვს დაზიანებული. ჩაჩანიძის ინფორმაციით, ავტომობილი სახელმწიფოს კუთვნილებაშია და მას ემსახურება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები