თითქმის 6-საათიანი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრეებმა სოფელ ქსოვრისში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ქსოვრისისა და ვაზიანის მახლობლად მთის მასივში იყო გავრცელებული.
ხანძრის ლოკალიზებისთვის სახანძრო მანქანებ ქსოვრისისა და ვაზიანის ტერიტორიაზე თბილისიდანაც გააგზავნეს. ადგილობრივების ვარაუდით, ხანძარი მოქალაქეთა დაუდევრობამ გამოიწვია.





