აგვისტოს ომი

მარგველაშვილი: საქართველო იქნება ერთიანი, თუმცა არა ხალხის სიცოცხლის ფასად

ტაბულა

საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი, თუმცა არა ადამიანების სიცოცხლის ფასად - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად ქართული სახელმწიფო შეინარჩუნა. ვიხსენებთ და კიდევ უფრო ღრმად ვფიქრობთ იმ შეცდომებზე რაც იქნა დაშვებული, კიდევ უფრო ღრმად ვფიქრობთ იმაზე რაც არის გასაკეთებელი. საქართველო იქნება მთლიანი, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ ამას გავაკეთებთ, არა ადამიანების სიცოცხლის ფასად, არამედ იმ ერთიანი პოლიტიკით, რომელშიც უნდა ვიყოთ გაერთიანებული აბსოლუტურად ყველა" - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები