ლევან ბობოხიძის შეწყალება

კოჟორიძე: გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად ეროვნული პრეზიდენტია

კახა კოჟორიძე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად ეროვნული პრეზიდენტია. კოჟორიძე პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ კაკო ბობოხიძის ძმის შეწყალების გამო მარგველაშვილს ნაციონალური პრეზიდენტი უწოდა.

"პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი. ის ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს, ცხადია, არ მოქმედებს პარტიული ნიშნით. გვინდა, ვთხოვოთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა ამ ტიპის განცხადებებმა არ გააჩინონ აღქმა, რომ საქართველოში შესაძლებელია, მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით. ხოლო ამ აღქმამ არ დააზიანოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები", - თქვა კოჟორიძემ.

კომენტარები