თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა. დეპუტატმა მიმდინარე წლის განმავლობაში რაიონული გამგეობების მიერ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გამგეობებში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე მედიის საშუალებით ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდიან.
თემურ გრიგალაშვილმა დღეს კონკრეტულად დიდუბის გამგეობაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, შესწავლილი დოკუმენტაცია და გაფორმებული ხელშეკრულებები ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ეჭვს იწვევს, რადგან გამგეობამ სხვადასხვა კომპანიას ერთსა და იმავე სამუშაოებზე სხვადასხვა ღირებულებების ხელშეკრულებები გაუფორმა.
"საკითხში გარკვევის მიზნით, ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ, ხოლო დედაქალაქის მერს ადეკვატური რეაგირებისკენ მოვუწოდებთ", - თქვა თემურ გრიგალაშვილმა.





