სტიქია თბილისში

სუბარი: სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭებათ

სოზარ სუბარი

სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ეკომიგრანტის სტატუსი მიენიჭებათ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომელიც სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა.

"დაწყებულია სრული აღწერა და ინვენტარიზაცია იმ ზარალის, რომელიც განიცადეს მოქალაქეებმა. რამდენიმე უწყება ვართ ჩართული – მერია და გემგეობა, ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც უშუალოდ აზომვებს აკეთებს, ჩვენი სამინისტრო, იმიტომ, რომ მეთოდოლოგია ჩვენ გვაქვს შემუშავებული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელიც უშუალოდ დაადგენს და შეაფასებს იმ ზარალს, რომელიც მოსახლეობამ მიიღო და საბოლოოდ გადაწყვეტილება ამის საფუძველზე იქნება მიღებული", - განუცხადა რუსთავი 2-ს სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, უკვე სრულად არის ცნობილი 20 ოჯახის ზარალის ოდენობა.

კომენტარები