სტიქია თბილისში

გომელაური: ზოოპარკი გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ცხოველები დათვლილია

ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, არ უნდა ყოფილიყო აღარც ერთი ცხოველი დაკარგული. ზოგი ვოლიერებში ნახეს მკვდარი, დამხრჩვალი, ზოგის გარეთ მოგვიხდა ისევ და ისევ სამწუხაროდ ლიკვიდაცია ცხოველების, იმ ღამითვე. გუშინ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ აღარც ერთი მტაცებელი ცხოველი არ უნდა ყოფილიყო დაკარგული, თუმცა, აღმოჩნდა დღეს, რომ ერთი... ახლა რომ ვთქვა, რომ ეკონომიკის მინისტრი გვაწვდიდა ინფორმაციას, ხომ ტყუილი იქნება? რა თქმა უნდა, ზოოპარკის ადმინისტრაცია გვაწვდიდა ამას, რომ ცხოველები დათვლილია, გუშინ საღამოს გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ. რაც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ის ჰქონდა ბატონ პრემიერსაც და, რა თქმა უნდა, იგივე განცხადება გავაკეთეთ ჩვენც, რაც ბატონმა პრემიერმა და. რატომ გიკვირთ...

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯაზე. ამასთან, გუშინ ზოოპარკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლიან აფთარს ეძებდნენ.

კომენტარები