სტიქია თბილისში

ვერეს ხეობაში მშენებლობისას შესაძლო დარღვევების დასადგენად გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე. განცხადება უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"2015 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება, მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები